
სკოლის მოსწავლეთა და თემის მცხოვრებთა არაინფორმირებულობა ნატოს შესახებ
იმ ფონზე როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, პლებისციტზე დაადასტურა მისი სურვილი ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო - North Atlantic Treaty Organizacion) საქართველოს გაწევრიანების შესახებ, მნიშვნელოვანია ჩვენც, მოსწავლეებმა ჩვენი როლი შევიტანოთ ნატოში ინტეგრაციისათვის. მაგრამ აქტიური მონაწილეობისათვის საჭიროა ვფლობდეთ ინფორმაციას ამ ორგანიზაციის შესახებ, ასევე იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდეთ იმ შემთხვევაში თუ მიგვიღებენ 29-ე მეგობრად ნატოს წევრი უკვე 28 ქვეყანა.
პროექტის მიზანია:
ა) ნატოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მიწოდება ჩვენი სკოლისა და თემის მცხოვრებთათვის.
ბ) ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ამოცანები:
1) ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ ისტორიის მოძიება და მოძიებული მასალების პრეზენტაცია - რათა მოვახდინოთ ჩვენი თანატოლებისა და თემის მცხოვრებლების ინფორმირება სხვადასხვა სახის პრეზენტაციის საშუალერბებით.
2) ექსპერტების მოწვევა ჩვენს სკოლაში ნატოზე სასაუბროდ – რათა მივიღოთ კომპეტენტური ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
3) თემში საგანმანათლებლო აქციების მოწყობა – რათა მოვახდინოთ თემის მცხოვრებთა მაქსიმალური ინფორმირება.
4) საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის გამოყენება – სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის, ასევე მათემატიკისა და ინფორმატიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენება პროექტის მსვლელობისას
განხორციელებული საქმიანობები
პროექტის დაწერის იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა რაც მონაწილეობა მივიღეთ ,,ნატოს საინფორმაციო ცენტრის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში “ალიანტე 2008” კონკურსის ფარგლებში ვუპასუხეთ შეკითხვებს ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ძალზედ გაგვიჭირდა, რადგან არ ვფლობდით სრულ ინფორმაციას ალიანსის შესახებ.
პროექტის განხორციელებისათვის თავდაპირველად ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ გამოკითხვა V-XI კლასებში თემაზე ,,იცით თუ არა რა არის ნატო” გამოკითულთა 48% არ ფლობდა ინფორმაციას ამ ორგანიზაციის შესახებ, 34% მხოლოდ მასმედიიდან ფლობდა მცირე ინფორმაციას და მხოლოდ 17-მა პროცენტმა იცოდა ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ გეოგრაფიის გაკვეთილებიდან.
ასევე პროექტზე მუშაობისას გაირკვა, რომ ბევრ ჩვენ მეგობარი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.
პროექტის ფარგლებში განვახორციელებული საქმიანობანი:
1. მოვიძიეთ ინფორმაციები ნატოს ისტორიისა და მასში შემავალი 28 ქვეყნის შესახებ, ინტერნეტისა და სხვადასხვა ლიტერატურის მეშვეობით –
ჩვენ ინფორმაციები მოვიძიეთ ნატოს ოფიციალური ვებ გვერდიდან http://www.nato.int/, ასევე ნატოს საინფორმაციო ცენტრის (http://www.natoinfo.ge/) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, (http://www.eu.gov.ge/) არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალი თაობა, ახალი ინციატივისათვის»(http://www.ngni.net/) ვებ გვერდებიდან. პროექტზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობდა ნატოს კუთხე, სადაც განთავსებული იყო ლიტერატურა ნატოს შესახებ, პროექტის განხორციელიებაში სწორედ აღნიშნული ლიტერატურა დაგვეხმარა. მოვიძიეთ ინფორმაცია ნატოში შემავალი 26, 4 აპრილის, ბრიუსელი სამტის შემდეგ კი უკვე 28 ქვეყნის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ.
მინი კონფერენცია სახელწოდებით «შემდეგი გაჩერება ნატო!!!»
მას შემდეგ რაც მოვიძიეთ ინფორმაცია ნატოს შესახებ პროექტის მიზნების მისაღწევად გადავწყვიტეთ მოგვეწყო მინი კონფერენციები, რათა ჩვენს მიერ მოპოვებლი ინფორმაციები გაგვეცნო ჩვენი მეგობრებისათვის. ამავე დროს მინი კონფერენციების ფორმატი მისაღები აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის, რადგან კონფერენცის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა და არ იყო გადამღლელი. კონფერენციისათვის «ალიანტე 2008» -ში მონაწილე მოსწავლეებმა გადავინაწილეთ თემები, მოვამზადეთ მოხსენებები და პრეზენტაციები. სულ პროექტის ფარგლებში გაიმართა 8 მინი კონფერენცია რომელსაც 600 -ზე მეტი მოსწავლე და თემის მცხოვრები დაესწრო.
კონფერენციებზე იყო წარმოგდგენილი ნატოს შექმნის მიზეზები, მისი განვითარება, დღევანდელობა და მომავალი პერსპექტივები, ასევე ნატო – საქართველოს ურთიერთობები. კონფერენციის მზადებისას დავუკავშირდით «ნატოს საინფოორმაციო ცენტრს» თბილისში, მათ ჩვენ მაისურები, დროშები და რუკები გამოგვიგზავნეს
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები:
ნატოს შექმნის ფაქტორები – მომხსენებელი ნინო გვამბერიძე
ორპოლუსიანი მსოფლიო – მომხსენებელი ნინო თედორაძე
ნატო და საქართველო – მომხსენებელი ბექა გაბადაძე
დისკუსიები ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ
სკოლაში ჩავატარეთ დისკუსიები ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. ერთ-ერთი დისკუსია გაიმართა ბრიუსელის სამიტის დასრულებისას, ნატოს დაარსების დღეს 4 აპრილს. ვიმსჯელეთ იმ მიზეზებზე თუ რატომ ვერ მივიღეთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ასევე ვიმსჯელეთ მომავალ ურთიერთობებზე. დისკუსიებს ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის X, XI კლასის მოსწავლეები, ასევე ჩვენი თემის ახალგაზრდები, ისტორიის, გეოგრაფიის, სახელმწიფოს მასწავლებლები.
l დისკუსიებზე ექსპერტების მოწვევა'”ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან”
სულ ჩავატარეთ 4 დისკუსია, დისკუსიებზე გადავწყვიტეთ მოგვეწვია კომპეტენტური ექსპერტები. ქუთაისში ამ დროისათვის არ იყო გახსნილი «ნატოს საინფორმაციო ცენტრი», ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დისკუსიებზე მოვიწვიეთ აღნიშნული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიკაშუა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია. პროექტის განხორციელებისას ქუთაისში გაიხსნა «ნატოს საინფორმაციო ცენტრის» ქუთაისის ბიურო და მომდევნო დისკუსიებზე სტუმრად გვყავდა ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ბაბუნაშვილი, ასევე ცენტრის ექსპერტები
საგანმანათლებლო აქციები თემში
ჩვენს თემში მოვაწყვეთ საგანმანათლებლო აქციები სადაც დავარიგეთ ბუკლეტები ნატოს შესახებ. ასევე აქციებზე თემის მცხოვრებლებს ვუმარტავდით ნატოს არსს.
ერთ-ერთ აქციაზე რომელიც ქუთაისობის დღესასწაულზე ნატოს საინფორმაციო ცენტრთან ერთად მოვაწყვეთ მონაწილეობდა 4000 ქუთათური, რომელთაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბუკლეტები დაურიგეს.
, ,ნატოს კუთხე” ჩვენ სკოლის ბიბლიოთეკაში
ჩვენს სკოლის ბიბლიოთეკაში მოვაწყვეთ ნატოს საინფორმაციო კუთხე სადაც განთავსდა ლიტერატურე, ბუკლეტები, რუკები და სხვა სახის საინფორმაციო მასალები, ამიერიდან ჩვენს სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ადვილად მიიღონ ინფორმაცია ნატოს შესახებ, კუთხე პერმანენტულად განახლდება და დაემატება ბევრი საინტერესო საპრეზენტაციო მასალა.
პროექტის დასასრულს ჩავატარეთ გამიკითხვა
გამოკითხვა ჩავატარეთ სკოლასა და ჩვენს თემში, გამოიკითხა 800 ადამიანი ამ გამოკითხვით გვსურდა გაგვეგო ამაღლდა თუ არა ინფორმაციის ფლობის დონე ნატოს შესახებ.
გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირია: კითხვაზე რა არის ნატო? -
ვფლობ ინფორმაციას-85%
ვფლობ მცირე ინფორმაციას-15%
პროექტის პრეზენტაცია
7 ივნის ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში, ღია კარის დღეზე მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. მან დიდი მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტ «ილია ჭავჭავაძის» ტრენერები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისა და ქუთაისის რესურსცენტრის წარმომადგენლები, «საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ» ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის
შედეგები:
1. ჩვენს მიერ ნატოს შესახებ მოპოვებული მასალებიდან დამზადებული ბუკლეტებით, პრეზენტაციებით სკოლასა და თემში მოვახდინეთ ნატოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებს./ინფორმირებულობა/
2. მოხდა ნატოს პოპულარიზაცია და ამაღლდა ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება.
3. ჩვენ და ჩვენი თანატოლებს გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ექსპერტებისათვის (“ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან” - თბილისი) ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
4. პროექტის მსვლელობისას მასში ჩართულნი იყვნენ ჩვენი სკოლის V-XI კლასის მოსწავლები ასევე თემის მოსახლეობა დაახლოებით 1500 ადამიანი.
5. პროექტზე მუშაობისას გუნდის წევრები მოვახდინეთ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებს, გავივითარეთ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიება-ანალიზის, ფასილიტაციის, პრეზენტაციისა და სხვა საბაზისო უნარ-ჩვევები.
6. საგაკვეთილო პროცესი პროექტში ინტეგრირებული საგნებში (სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტოირია და ინფორმატიკა) გახდა უფრო მეტად საინტერესო.
7. სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდა სპეციალური ლიტერატურე და სხვა მასალები ნატოს შესახებ, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია ნატოს შესახებ.
2. მოხდა ნატოს პოპულარიზაცია და ამაღლდა ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება.
3. ჩვენ და ჩვენი თანატოლებს გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ექსპერტებისათვის (“ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან” - თბილისი) ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
4. პროექტის მსვლელობისას მასში ჩართულნი იყვნენ ჩვენი სკოლის V-XI კლასის მოსწავლები ასევე თემის მოსახლეობა დაახლოებით 1500 ადამიანი.
5. პროექტზე მუშაობისას გუნდის წევრები მოვახდინეთ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებს, გავივითარეთ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიება-ანალიზის, ფასილიტაციის, პრეზენტაციისა და სხვა საბაზისო უნარ-ჩვევები.
6. საგაკვეთილო პროცესი პროექტში ინტეგრირებული საგნებში (სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტოირია და ინფორმატიკა) გახდა უფრო მეტად საინტერესო.
7. სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდა სპეციალური ლიტერატურე და სხვა მასალები ნატოს შესახებ, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია ნატოს შესახებ.
პროექტის მნიშვნელობა
საქართველოს მოსახლეობის 72% გამოხატა თავისი ნება, ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოში, მაგრამ ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციისათვის საჭირო სამხედრო რეფორმებთან, ერთად საჭიროა საზოგადოებრივი აქტიურობა და სულ მცირე იმის ცოდნა თუ რა არის ნატო. სწორედ ნატოს შესახებ ინფორმაციის მოძიებას, ექსპერტებთან ერთად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე მსჯელობასა და სკოლისა და თემის ინფორმაციული დონის ამაღლებას გულისხმობს ჩვენი პროექტი რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ნატოში საქართველოს ინტეგრაციისათვის. პროექტის მსვლელობისას გუნდის წევრებს მოგვიხდება კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუკტურებთან, ასევე მნიშვნეოვანია ის რომ ჩვენ მოვახდინეთ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენება.
გამოყენებული ცოდნა
პროექტში მოხდა ოთხი ძირითადი სასკოლოი დისციპლინის გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ინფორმატიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და პრაკტიკული გამოყენება. გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილებიდან გამოვიყენეთ მიღებულ ცოდნა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან – საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ მიღებულ ცოდნა, ხოლო ინფორმატიკის გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნის გამოყენებით მოვიძიეთ ინფორმაციები, დავამზადებთ ბუკლეტებები და სხვადასხვა სახის ტექსტები - OpenOffice.org – ის გამოყენებით, ასევე გამოვიყენეთ საპრეზენტაციო პროგრამები. აღნიშნულ პროექტში ასევე მოვახდინეთ მათემატიკის გაკვეთილებიდან მიღებულ ცოდნის გამოყენება, კერძოდ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისათვის და სხვადასხვა სახის დიაგრამების შესადგენად.
No comments:
Post a Comment